სანდასუფთავების სამსახურის გაფრთხილება

06 მაისი 2018, 00:00 9104 ნახვა

შპს,, სანდასუფთავების ’’ სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სადარბაზოების დეზინსექციისთვის ფული არ გადაიხადონ, რადგან პროგრამას მერია უფასოდ ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დადიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს აღნიშული მომსახურების სანაცვლოდ თანხას სთხოვენ.

შპს,, სანდასუფთავების ’’ სამსახურში განმარტავენ, რომ სადარბაზოების დეზინსექციას სპეციალური ხსნარით  თვეში ორჯერ, ხოლო იტალიური ეზოების თვეში ერთხელ ახორციელებენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი