მმართველი გუნდის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ურთიერთბრალდებები

05 მაისი 2018, 00:00 1734 ნახვა

პრეზიდენტის რომელიმე საქმიანობასთან, მათ შორის არც შეწყალებასთან  დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყება. აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დეპუტატმა გააკეთა განცხადებები შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მეთაურის მიმართ წაყენებულ კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის მოწოდების მიუხედავად,  ქართულმა ოცნებამ ვერც პროკურატურის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ვერ გაბედა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი