“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა დეპუტატებმა დღეს სესიაზე განიხილეს. საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე პუნქტში გაწერილი ინიციატივით დე-ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.
სამშვიდობო ინიციატივა სამ მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა გამყოფი ხაზების გასწვრივ სხვადასხვა სახის ურთიერთობების წახალისება, მათ შორის ვაჭრობის.
ასევე განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა და შეუფერხებელი მიმოსვლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.