ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

04 მაისი 2018, 00:00 1733 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ფონდი “ქართუს” დაფინანსებით მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ორდონიანი ავტოსადგომი, რომელსაც 70 მსუბუქი ავტომობილისა და 5 ავტობუსის მიღება შეუძლია.  

პარალელურად მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრისა და 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი გაეცნენ და გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი