თურქულ კომპანიაში დასაქმებულები გაიფიცნენ 

04 მაისი 2018, 00:00 2424 ნახვა

თურქულ კომპანიაში დასაქმებულები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ და სამსახურში გამოცხადებაზე უარს ამბობენ.

ყვებიან, რომ სამუშაო დრო ერთი საათით შეუთანხმებლად გაუზარდეს. ანაზღაურება კი  შრომასთან შეუსაბამოა. მათი ხელფასი 500- დან 750 ლარამდე მერყეობს.

ისინი  მახინჯაური-ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის საცხოვრებელ კოტეჯებს აშენებენ.

მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ. ‘’ გვეუბნებიან, რომ თუ ანაზღაურება და სამუშაო პირობები არ მოგვწონს სამსახურიდან წავიდეთ. ჩვენ კი სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს. ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა’’ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

თურქულ კომპანიაში 100- მდე ადამიანია დასაქმებული, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტები.

კომპანია ,,ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის'' საქართველოს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი