ბულვარში ხის „ოდის“ მშენებლობა უკანონოა

02 მაისი 2018, 00:00 3746 ნახვა

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟზე,  ხის "ოდის"  მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.  უკანონო მშენებლობისთვის უწყებამ  კომპანია  უკვე გააფრთხილა. თუ მშენებლობა არ შეაჩერდება, ისინი დაჯარიმდებიან.

მერიაში ამბობენ, რომ პროექტი, რომელიც წინასწარ შესათანხმებლად გაგზავნეს უწყებაში, ჯერ არ განუხილავთ. ასევე, აზუსტებენ, რომ წარდგენილ პროექტსა და მიმდინარე მშენებლობას შორისაც დიდიგანსხვავებაა . 

გუშინ, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  პროექტის დეტალებზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. მირიან მეტრეველი განმარტავს, რომ მშენებლობა მაღალი ხარისხის უნდა იყოს.  წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, არქიტექტურის სამსახური პროექტის განხორციელების წინააღმდეგი არ არის.

სანაპირო ზოლში, „ანბანის კოშკის“ მიმდებარედ, ხის "ოდა", რომელსაც ეთნოგრაფიულ სახლად მოიხსენიებენ,  პრაქტიკულად დასრულებულია. ძირითადი შენობა შემინულია, კონსტრუქციების ნაწილი გადახურული, მოწყობილია სცენა და დადგმულია ინსტრუმენტებიც.

 

მშენებარე ‘’ოდის’’ ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ახალი ობიექტის მშენებლობას მოქალაქეების ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

სანაპირო ზოლში მსგავსი ტიპის ობიექტი, ბათუმელების ნაწილისთვის   მიუღებელი აღმოჩნდა.

ტრადიციული ხის ოდა  ბათუმის ბულვარში კლუბ ‘’მანდარინის’’ ადგილას შენდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი