საქართველოში თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას მიესალმება გაეროს გუნდი

30 აპრილი 2018, 00:00 2282 ნახვა

 საქართველოში თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას მიესალმება გაეროს გუნდი. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მასში აღნიშნულია რომ, გაეროს გუნდი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ მიღებული ამ მნიშვნელოვანი რეგულაციის დანერგვას. პროცესში ჩართული ყველა მხარე დაინტერესებულია კანონი დაინერგოს, რათა ქვეყნის დღევანდელი და მომავალი თაობები დაცულ იყვნენ თამბაქოს მოხმარების კატასტროფული შედეგებისაგან. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას. საქართველოში მწეველია მამაკაცთა 57%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა კი თითქმის გაორმაგდა. გაერო აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 2 000-ზე მეტი არამწეველია, რაც საგანგაშო მაჩვენებლებია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი