სარფის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. გუშინ გვიან ღამით, გზის 119-ე კმ-ზე კლდიდან დაახლოებით 2000 კუბური მეტრი მოცულების კლდის მასა ჩამოიშალა. შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩაატარა. ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამომავლო პრევენციული ღონისძიებებისთვის, კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.