მრჩეველთა საბჭოს ანგარიში განათლების კომისიის სხდომაზე

27 აპრილი 2018, 00:00 2244 ნახვა

აჭარის ტელევიზიის რეიტინგი გახდა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში, განათლების კომისიის სხდომაზე. დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ისინი მაუწყებლის პრიორიტეტებით დაინტერესდნენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ არხის რეიტინგს მეტწილად გადაცემები განსაზღვრავს.

ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი არხისთვის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი და მაუწყებელი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მათ შორის რადიო, რომელიც შეხვედრის მონაწილეების მტკიცებით რეგიონს სრულად ვერ ფარავს.

განათლების კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეფასებით მრჩეველთა საბჭოსგან მათ ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი, რატომ ვერ უმჯობესდება მაუწყებლის რეიტინგი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტს ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა “ბათუმური პლატფორმა”. მიიჩნევენ, რომ საბჭო ფუნქციას ვერ ასრულებს და მაუწყებლის ხელმძღვანელის გავლენას განიცდის. მათივე თქმით, ეთერი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის არჩევის საკითხითაც დაინტერესდნენ. განათლების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით კონკურსი საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე უახლოეს ერთ კვირაში გამოცხადდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი