დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ლიგა 2-ში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „გაგრასთან“ დათმო მატჩი. მასპინძლებმა ბათუმელთა კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს. ქობულეთის „შუქურამ“ კი თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა ანგარიშით 2:3 “შევარდენის” სასარგებლოდ.