პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში

25 აპრილი 2018, 00:00 1623 ნახვა

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 3 საფეხურით დაწინაურდა – ანგარიში საერთაშოროსო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სახელწოდებით  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.“ როგორც მედია -ექსპერტები აცხადებენ, აღნიშნული ორგანიზაცია დიდწილად ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს იკვლევს – ამ ნაწილში კი შესაძლოა ქვეყანას უკეთესი შედეგიც ეჩვენებინა, რომ არა რეპუტაციის შემლახველი ფაქტი დედაქალაქიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ.

დოკუმენტში საუბარია მედიის პოლარიზებულ მდგომარეობასა და მფლობელების მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებზეც. ცნობისთვის ორი კვირის წინ საქართველოს შესახებ ანგარიში “ფრიდომ ჰაუსმაც  გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია, ამ ანგარიშს ხელისუფლებაში მიკერძოებული უწოდეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში