საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ყოველწლიური ანგარიშს უმაღლეს საბჭოს გააცნობს. დღეს მოსმენა სამ კომისიაში გაიმართება. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნატა იმედაიშვილის განცხადებით, დოკუმენტში პრიორიტეტულია რამდენიმე საკითხი, მათ შორის არის ტელევიზიის შენობის პრობლემა.
ანგარიში უმაღლეს საბჭოს 30 მარტს გადაეგზავნა. მასში გარე აუდიტის დასკვნა, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია და არხის პრიორიტეტების შესრულების თაობაზე საბჭოს წევრების მოსაზრებებია.