''ჩვენ ვალდებულები ვიყავით ერთად გვემუშავა, რომ ქვეყნისთვის უკეთესი სასამართლო მიგვეცა'' - პრეზიდენტი

23 აპრილი 2018, 00:00 2571 ნახვა

სასამართლოს სისტემის წინაშე არსებული პრობლემები არის გამოწვევა, რომელსაც თავი ვერ გავართვით, ასე შეაფასა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაზე ისიც პასუხისმგებელია. 

‘’ჩვენ ვერ დავიკვეხნით იმით, რომ  შევძელით  ახალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.  ეს იყო ყველა ხელისუფლების გამოწვევა.  ჩვენ ამას დღეს ვერ ვიტყვით, რომ გავართვით თავი, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ პროცესის ეროზია არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეტო გამოვიყენე და ბევრი ვეცადე პოლიტიკურად ეს თემა ხშირად წამოწეული მქონოდა,  მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს მიმართულებით ყველაფერი გავაკეთე. რა გამოწვევების წინაშეც  არის სასამართლო, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ ნაწილში ვაცნობიერებ.

გამოსავალი იქნებოდა კოორდინირებული მუშაობაში.

ჩვენ რომ, ვყოფილიყავით აბსოლიტურად გაერთიანებულები, უკეთეს სასამართლოს მივიღებდით . მე ვდარდობ,რომ ღირებულებითი კავშირი ჩემსა და მმართველ პარტიას შორის ვერ შედგა, ამ მიმართლებით ჩვენ ვალდებულები ვიყავით, კოორდინირებულად გვემუშავა და ქვეყნისთვის  უკეთესი საასამართლო მიგვეცა.’’- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი