რიგაში მიმდინარე კონკურსზე ბათუმის საბალეტო სკოლა რამდენიმე ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. ამის შესახებ ინფორმაცია საბალერტო სკოლის ხელმძღვანელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ირმა მსხალაძე წერს, რომ სკოლას კონკურსის განსაკუთრებული პრიზი-სვაროვსკის გედი გადაეცა. ამის გარდა, პირველი ადგილი მიიღო საბალეტო ნომერმა “სამაიამ”.
საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის დაჯილდოვდა “მთიულური და ქორეოგრაფიული ნოველა”. საბალეტო სკოლამ მესამე ადგილი დაიკავა კლასიკურ ნომინაციაში. საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი - "რიგის გაზაფხული" - რიგაში მეთოთხმეტედ იმართება.