ბათუმში სანაპიროზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

23 აპრილი 2018, 00:00 7849 ნახვა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი  ‘’მედცენტრში’’ გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, ის კონტაქტური არ იყო. 

ორივე მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. გარდაცვლილი რკინისგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი კაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში