პირველი აფთიაქის შენობა - შეუსრულებელი ვალდებულების გამო დაზიანებული ძეგლი

20 აპრილი 2018, 00:00 4283 ნახვა

იმ შემთხვევაში თუ 2018 წლის ბოლომდე, ევროპის მოედანზე არსებული ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის მფლობელი ვალდებულებების შესასრულებლად არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, შესაძლოა დღის წესრიგში ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი დადგეს.

შპს “ჟასმინს” პირგასამტეხლო მილონნახევარ დოლარზე მეტი აქვს დაკისრებული, ვადები დარღვეულია, პირველადი პროექტი კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაიწუნა.

ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში სასტუმრო უნდა განთავსდეს. დრო გადის, გამოკეტილ შენობაში კი მოუვლელობის კვალი დღითიდღე იზრდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი