დღედიან ზაზა ხალვაშის ფილმის “ნამეს” ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ. ბათუმის “აპოლოში”  ჩვენება 8 საათზე დაიწყება. „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.  ფილმის ერთ ერთი მთავარი მოქმედი გმირი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორი, ალეკო აბაშიძეა. 
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            