ზაზა ხალვაშის ფილმს ''ნამე'' 19 აპრილიდან კინოთეატრებში უჩვენებენ

17 აპრილი 2018, 00:00 2205 ნახვა

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებისთვის ზაზა ხალვაშის ფილმ  „ნამეს“ ჩვენება მიმდინარეობს. ამის შემდეგ კი ჟურნალისტები ფილმის შესახებ მოსაზრებებს  შემოქმედებით ჯგუფთან გაცვლიან. „ნამეს“   ნახვას ქართველი მაყურებელი  19 აპრილდიან შეძლებს.

 „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ''ნამეს'' და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში ერთად ცხოვრობენ მაჰმადიანები და მართმადიდებლები

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი