ტურნირი ძიუდოში

07 ივლისი 2016, 00:00 3884 ნახვა

დღეს დაიწყო ვეტერანი სპორტსმენის სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრებაში პოლონელი, თურქი, აზერბაიჯანელი და რუსი ძიუდოისტები მონაწილეობენ. სოლომონ ფეიქრიშვილის სახელს უკავშირდება აჭარაში სპორტის ამ სახეობის დაარსება და ორი ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის: ლიპარტელიანისა და პაპინაშვილის წარმატება. ტურნირი აჭარის ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში