25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. მას ბრალად შეუტყობინებლობა ედება. დანაშაული 2 დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულმა მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.