საზარელი  მკვლელობისთვის დაკავებულს   ბრალი   სავარაუდოდ  დღეს წარედგინება      

15 აპრილი 2018, 00:00 2015 ნახვა

სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ ბრალს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა ყოფილი მეუღლის შვილს სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უწყების ცნობით მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის და შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი