სირიის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისგან კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების დაგმობას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებას სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეს აგრესია მსოფლიოში სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს და მსოფლიო უსაფრთხოებას ემუქრება - ნათქვამია განცხადებაში.
სირიის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმეს რუსეთმა, კუბამ და ირანმა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საჰაერო თავდასხმებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა სირიის ლიდერის ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა. 8 წამიან ვიდეორგოლზე ჩანს, თუ როგორ მიემართება პრეზიდენტი ასადი ჩემოდნით ხელში სამუშაო კაბინეტისკენ.