''ფაშა მედეა'' ევროპის მოედანზე

13 აპრილი 2018, 00:00 36019 ნახვა

სასტუმრო ''პრეზიდენტ პლაზას'', რომელიც ევროპის მოედანზე მდებარეობს სახელი შეეცვალა. შენობის გარე ფასადზე ახალი აბრა - წარწერით ''ფაშა მედეა'' დღეს გამოჩნდა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბარათაშვილის 17 ნომერში სასტუმრო შპს ''PRESINDENT PLAZA HOTEL'',  2017 წლის 16 ოქტომბერს, 10 წლიანი იჯარით შპს ''ფაშა გლობალ ინვესტმენტმა'' აიღო. 

სასტუმროს ფასადზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის დაიწყო.  სამღებრო სამუშაოების დასრულებამდე კი, შენობა სპეციალური ბადით იყო შეფუთული. 

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სასტუმროს წინ ''მედეას ქანდაკება'' დგას, სწორედ ამ ქანდაკებას უყურებს სასტუმრო ''ფაშა მედეა''. 

ფაშა თურქული სიტყვაა და  ზოგ მუსლიმანურ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირების, დიდებულების საპატიო ტიტულს ან ამ ტიტულის მქონე პირს აღნიშნავდა

ფოტო: ნათია კირცხალია

ამავე კატეგორიაში