აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპენსაცია რომელიც წლების წინ აიღეს ინვესტორმა გადაუხადა და არა ხელისუფლებამ.
დევნილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ ორ კვირაში საპროტესტო აქციას პარლამენტთან, მოგვიანებით კი დედაქალაქში გამართავენ. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.