ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია

13 აპრილი 2018, 00:00 3000 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ''უეფას'' შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის კენჭისყრა გაიმართა.

გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

მიუნხენის ''ბაიერნი'' (გერ) - მადრიდის ''რეალი'' (ესპ)
ლივერპული (ინგ) - რომა (იტა)

პირველი მატჩები 24-25 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები კი 1-2 მაისს.

ფინალში ნომინალური მასპინძელი ''ბაიერნისა'' და ''რეალს'' შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. 

შეგახსენებთ, ფინალი უკრაინის დედაქალაქ კიევში 26 მაისს გაიმართება.

(ფოტო: UEFA | ვიდეო: პირველი არხი)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში