სესხის გაცემის წესში ცვლილებები შედის - პროცედურები მკაცრდება

13 აპრილი 2018, 00:00 3000 ნახვა

14 მაისიდან ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ მოქალაქეს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია ექნება.

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული ხდება, მომხმარებელს  სესხის ან დეპოზიტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ინფორმაცია, პირადი შეთავაზების დროსაც მიაწოდოს.

ცვლილება  „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში” შევიდა.

ახალი რეგულაცია ერთ თვეში ამოქმედდება.

მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ.

‘’მაგალითისთვის, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ. გარდა ამისა, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას,’’ - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე -  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4141653.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი