ხელვაჩაურში აჭარისწყალი-კირნათი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებისთვის 1 904 585 ლარია გამოყოფილი.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით რისთვისაც საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 16 579 851 მილიონ ლარამდეა გამოყოფილია . ინფორმაციას აწარის მტავრობა ავრცელებს.