საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხეა- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში, რომელიც 2017 წელს გაწეულ საქმიანობას ეხება.
ოპოზიციას აინტერესებს რამდენად ეფექტურად ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუს-ი სხვადასხვა დანაშაულის პრევენციას და რამდენად ეფექტურია გომელაურის უწყების რეაგირება მსგავს ფაქტებზე. სუს-ის ანგარიშს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ.