გლოვის  ღამე  ტყიბულში

09 აპრილი 2018, 00:00 2427 ნახვა

დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად, ტყიბულში დღეს სახალხო გლოვის ცერემონია გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლებმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს. მინდელის შახტში დაღუპულებს ხვალ დაკრძალავენ. 5 აპრილს, ტყიბულში შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ამავე კატეგორიაში