დღეს ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი 17:00 საათზე გაიმართება. იგი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები შეეჯიბრებიან. საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს, ვის მხარესაც 16-კილოგრამიანი ბურთი აღმოჩნდება.
გამარჯვების მოსაპოვებლად, მხარეები ფიზიკურ დაზიანებებსაც არ ერიდებიან და ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად, ყველა შესაძლებლობას იყენებენ. ბურთი მოთამაშეებმა თავად, ტყავის, სველი ქვიშისა და ნახერხის გამოყენებით უკვე დაამზადეს.