“ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.”- ეს სიტყვები ნაწყვეტია პატრიარქის ეპისტოლედან.
სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა. ილია მეორემ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი კი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა და ეკონომიური გაძლიერება იყო.
ეპისტოლეში აღნიშნული იყო სიტყვები :” სიყვარულია რისი ამქვეყნად აღსრულებაც გვევალება” პატრიარქი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს მრავალწლიანი მცდელობა ეკლესიაზე შეტევის.