კლინიკიდან გამქრალი ათასობით ამპულა ნარკოტიკი

06 აპრილი 2018, 00:00 4189 ნახვა

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში, სტაციონარისთვის განკუთვნილი, ათასობით ამპულა ტკივილგამაყუჩებელი, ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. სტაციონარს შპს “მედ ემერჯენსი” მართავს.

აქ ფაქტს ადასტურებენ, ხელმძღვანელები საქმის სწრაფი მოკვლევით არიან დაინტერესებული. თავადაც იკვლევენ და ცდილობენ დაადგინონ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულებაში შეტანამდე გაუჩინარდა, თუ შეტანის შემდეგ.

ცნობილია რომ დიდი რაოდენობით მედიკამენტი ჰოსპიტალის სახელზე იყო გამოწერილი.  “მთავარის” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები ამავე კლინიკის თანამშრომლები არიან.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც ამპულების მეთვალყურეობა ევალებოდა საქართველოში აღარ იმყოფება. აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი