10 დღიანი ვადა საქმის გამოსაძიებლად

13 აპრილი 2016, 00:00 4452 ნახვა

ფონიჭალაში 24 თებერვალს მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქობულეთში ცენტრალური მაგისტრალი ნახევარი საათით გადაკეტეს. ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირობის მიუხედავად, ფაქტი 40 დღეში არ გამოუძიებიათ და პროცესი გაჭიანურდა. ისინი გიორგი მღებრიშვილის უწყებას მკვლელობის ნამდვილი მოტივის დასადგენად და დამნაშავის დასასჯელად 10 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ აქციებს გეგმავენ. ჩვენ გავარკვიეთ ძალოვანი უწყების პოზიცია გამოძიების მიმდინარეობაზე. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში