დღეს წითელი პარასკევია

06 აპრილი 2018, 00:00 2547 ნახვა

დღეს „წითელი პარასკევია“.  ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.  

14 საათზე დაიწყება მწუხრის მსახურება. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი გარდამოხსნის წესს შეასრულებს. მწუხრის მსახურების დროს,  საკურთხევლიდან გამოსვენებენ  წმინდა გარდამოხსნას. დღეს, წითელ პარასკევს, მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი