საქართველოში გლოვის დღეა

06 აპრილი 2018, 00:00 2311 ნახვა

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

საქართველოში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები გუშინ ღამით დაუშვეს.

ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი