ოჯახი, მეგობრები და თანამშრომლები დღეს ზუკა ფაღავას გამოემშვიდობნენ. 25 წლის ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს.
რა ეტაპზეა გამოძიება და დაასრულა თუ არა სამედიცინო დაწესებულებამ შიდა მოკვლევა? ქეთი ჭყონია მოგვიყვება, ცნობისთვის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან საპასუხო წერილი მაუწყებელმა დღეს მიიღო, სააგენტო სამედიცინო მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით ნებართვის მისაღებად სასამართლოს მიმართავს.
პარალელურად პროცესის მონიტორინგში ჩართვას მაუწყებელი სახალხო დამცველის აპარატს სთხოვს, შესაბამისი მიმართვა ომბუდსმენთან უკვე გადაგზავნილია.