დღეს  დიდი  ხუთშაბათია

05 აპრილი 2018, 00:00 1861 ნახვა

დღეს დიდი ხუთშაბათია. მართლმადიდებელი ეკლესია საიდუმლო სერობასა და გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობას იხსენებს. დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღეს ტაძრებში მწუხრის ლოცვის შემდეგ 12 სახარებას, მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლს ანთებული სანთლები სახლში მიაქვთ. 

ამავე კატეგორიაში