თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმე

02 აპრილი 2018, 00:00 2160 ნახვა

ახლა კი კიდევ ერთი საქმე, რომელიც უკვე მოიკვლია სამედიცინო რეგულირების სააგენტომ, თუმცა არ განუხილავს ჯერ შესაბამის საბჭოს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს რომ თემურ გაბაიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პროფესიული განვითარების საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.  

ცნობისთვის თემურ გაბაიძის ოჯახს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში აცნობა, რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.

დასკვნაში საუბარია რამდენიმე დარღვევასა და ხარვეზზე, მათ შორის საუბარია ანესთეზიის დროს დაშვებულ შეცდომაზე, სააგენტო ასევე წერს, რომ პოსტოპერაციულ განყოფილებაში საერთოდ არ მიმდინარეობდა ანალგეზია, არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია. თემურ გაბაიძე გასული წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძზე“ მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე დასკვნაზე დაყრდნობით ამბობს, რომ შვილი სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმის გამო დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი