საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.