პარლამენტში აქტიურად განიხილება ინიციატივა "ბოლო საცხოვრისის" შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ აღმასრულებელი დაადგენს, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელ სახლს ის ვალდებული იქნება, შეაჩეროს აღსრულების საქმის წარმოება 3 წლის ვადით.
კანონპროექტის ავტორი "პატრიოტთა ალიანსია”. წარმოდგენილი შინაარსით პროექტს ჰყავს, როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, არამარტო პარლამენტში. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება, იპოთეკარებს კი საბოლოოდ უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევთ.