კოალიცია ''თანასწორობისთვის'' ანგარიში დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ

30 მარტი 2018, 00:00 1870 ნახვა

დისკრიმინაციის შემცველი 60 საჩივარი 2 წლის განმავლობაში. არასამთავრობოთა კოალიციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციას ეხება, ასევეა დისკრიმინაციის შემთხვევები სქესის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის, ეთნიკური, პოლიტიკური და სხვა ნიშნით.

ამავე ანგარიშში შესულია სექსუალური შევიწროების ერთერთი საქმე, რომელიც სახალხო დამცველმა განიხილა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგაა მიმართული.

ზოგადად თემა სქესობრივი ნიშნით შევიწროების შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი ქალებმა შევიწროებაში დაადანაშაულეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში