გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა. ქემალ ხალვაში წასვლის მიზეზს არ ასახელებს. ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება არ უკავშირდება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, რამდენიმე დღის წინ, მათ სტრუქტურაში განხორციელებულ დაკავებებს.
კონკრეტულად, უსაფრთხოების სამსახურმა, 29 მარტს, გურიაში, გარემოს დაცვის სამსახურის 5 თანამშრომელი დააკავა, გამოძიება მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.