გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში – პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთასთან მცხოვრებლები უსაფრთხოებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ მძღოლების სწრაფი მოძრაობის გამო, მათ სიცოცხლეს საფრთხე ყოველდღიურად ექმნება.
დამონტაჟებულია მთავარი ქუჩის მანიშნებელი, შესაბამისად მძღოლებს ევალებათ დაიცვან მოძრაობის წესები, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ გახშირებული შემთხვევები ცხადყობს ეს საკმარისი არაა.