აჭარის ტურისტული პოტენციალი უკრაინელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 30-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს.
საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მის რეგიონებში მოგზაურობის შესახებ, დააგემოვნონ ქართული ღვინო, ჩურჩხელა და ყველი. გამოფენა 30 მარტს დასრულდება.