პრეზიდენტი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

28 მარტი 2018, 00:00 3130 ნახვა

ნარჩენების დახარისხების კუთხე ბათუმში. სეპარაციის სტენდი იუესეიდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში -  “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში” გაიხსნა. შუშის, პლასტმასის, ალუმინისა და ქაღალდის ნარჩენებისთვის სპეციალური ურნები პირველად, ახალ ბულვარში, კომპანია მეტრო სითის კუთვნილ ობიექტზე დაიდგა. კომპანია ნარჩენების მართვის პროექტში საკუთარი სურვილით ჩაერთო.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს დახარისხების კუთხით და იქ არსებულ ურნებში ნარჩენები განათავსოს. კერძო და საჯარო სექტროში ფიქრობენ, რომ ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხე სამაგალითო გახდება სხვა კომპანიებისთვისაც და ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ვიცე-მერის განცხადებით, ქალაქის თვითმმართველობა ნარჩენების მართვაზე უკვე მუშაობს. 2019 წლიდან ნარჩენების მართვის კოდექსი ამოქმედდება და ნარჩენების დახარისხება ყველა  მუნიციპალიტეტებისთვის სავალდებულო გახდება. 

ამავე კატეგორიაში