ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ნეონატალური რეანომობილი გადაეცა. სამედიცინო მანქანა გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს მოემსახურება.რეანომობილში თანამედროვე ტიპის აღჭურვილობაა განთავსებული, რომელიც პაციენტის მკურნალობის უწყვეტობას გადაადგილების პროცესშიც უზრუნველყოფს.
რეანომობილის საშუალებით, შესაძლებელი იქნება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირებაც. რეგიონს ნეონატალური რეანომობილი აქამდე არ გააჩნდა.