ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი

28 მარტი 2018, 00:00 1851 ნახვა

შეთანხმდებიან თუ არა მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადებაზე ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდის ფარგლებში მთავარი განხილვების შემდეგ გაირკვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დილის სესიაზე საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან ისეთი პროვოკაციული განცხადებები გაკეთდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არ არიან.

ქართული მხარე ყურადღებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხთან ერთად, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე ამახვილებს. ოფიციალური თბილისი მოითხოვს, გამოიძიონ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი, დაისაჯოს დამნაშავეები და პასუხისმგებლობა აიღოს რუსეთმა. დავით დონდუას თქმით, თემატიკის მიხედვით დღეს ყველა ის საკითხი იქნება გავლილი, რომელიც ეხება უსაფრთხოების გამოწვევებს და იმ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი