ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს    

24 მარტი 2018, 00:00 1888 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილი, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამადე კი, წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს პრეზიდენტისგან ღირსების ორდენი გადაეცა.

ამავე კატეგორიაში