ღირსების ორდენი არჩილ ტატუნაშვილს პრეზიდენტისგან. იგი დაახლოებით 2 საათის წინ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. ის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ცხედარი კი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს.