მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ხელახალი კანდიდატურების წარსადგენად სახალხო დამცველს და საპარლამენტო უმცირესობას 10 დღიანი ვადა აქვთ. კანდიდატები სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიისთვის წარდგენილი 12 კანდიდატურიდან უნდა შეირჩეს.
იმ შემთხვევაში თუ ისინი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი უფლებამოსილია ხელახალი კონკურსი გამოაცხადოს. ზაზა შათირიშვილი უმრავლესობის, ხოლო ბესიკ ლილუაშვილი აჭარის კვოტით კანონმდებლებმა გუშინ აირჩიეს. ისინი უფლებამოსილების განხორციელებას 18 აპრილიდან შეუდგებიან.